Wednesday, December 19, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის  სახელწოდება:  ასე  უმღეროდნენ  სიყვარულს  ბაიათები.



პროექტის  მთავარი  იდეა (თემა): მოსწავლეებმა  ღრმად  გაიაზრონ  გრიგოლ  ორბელიანის  ლექსი-,,მუხამბაზი’’  არა მარტო იდეური  თვალსაზრისით,  არამედ  როგორც  განსხვავებული  სალექსო  ფორმა.


პროექტის  აქტუალობა:  პროექტის  აქტუალურობას  განაპირობებს  მისი  თემატიკა,  რაც  მეტ  ინტერესს  იწვევს  ამ  ასაკობრივი  ჯგუფის  მოსწავლეებში.

პროექტის  მიზნები:  ისტორიული და ლიტერატურული  კონტექსტის  გააზრება.
  • საკუთარი  აზრის  წერილობით  გამოთქმის  უნარის  განვითარება.
  • კვლევა-ძიებისა  და  ჯგუფური  მუშაობის  უნარ-ჩვევების  განვითარება.
  • მოსწავლეებმა  მეტი  გაიგონ  ჩვენი  კულტურული  ტრადიციების  შესახებ.


მონაწილეთა  ასაკი:  15 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა:  7  დღე.

მოსალოდნელი  შედეგები:  მოსწავლეებს  განუვითარდებათ  ჯგუფური  მუშაობის  უნარ-ჩვევები;  სხვისი  აზრის  პატივისცემის; სკოლის გარეთ  ინფორმაციის  მოძიების; პრეზენტაციის  უნარები.

პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები: 
სხვადასხვა  კლასგარეშე  ლიტერატურა, მხატვრული და დოკუმენტური  ფილმები; ფოტო  არქივი; კომპიუტერი; ინტერნეტი.

პროექტის  მსვლელობა:

  • კლასს  ვთავაზობ  პროექტის  რამოდენიმე  ვერსიას,  რათა  თავად  აირჩიონ  მათთვის  საინტერესო  თემა;


  • მოსწავლეებს  ვაცნობ  პროექტის  მიზნებს;

  • კლასს  ვყოფ  ჯგუფებად;
  • თითოეულ  ჯგუფს  ვაძლევ  საჭირო  ინსტრუქიას;
  • ვადგენთ  გეგმას,  კონკრეტული  მითითებებით.
  • მოსწავლეები  სხვადასხვა  ჯგუფებში  აგროვებენ  ინფორმაციას, შემდეგ უზიარებენ  ერთმანეთს,  მსჯელობენ  და მიდიან სწორ გადაწყვეტილებამდე.
  • ბოლო ეტაპზე  ისინი ქმნიან  პროექტის  ანგარიშს,  რომელსაც  გეგმის  მიხედვით  წარუდგენენ  პროექტის  ხელმძღვანელს. (ისინი  აკეთებენ  პრეზენტაციებს,  იყენებენ  უკვე მათ  მიერ  მოძიებულ  სხვადასხვა  ტექნიკურ  საშუალებებს.

საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:

ხელოვნება, ისტორია, ქართული, ცეკვა.

პროექტის  ხელმძღვანელი:  ნანა  მეხუზლა.

ხელმძღვანელის  ელ-ფოსტა: mekhuzlan@gmail.com