პროექტის მთავარი
იდეა (თემა): მოსწავლეებმა ღრმად გაიაზრონ გრიგოლ
ორბელიანის ლექსი-,,მუხამბაზი’’ არა მარტო იდეური თვალსაზრისით,
არამედ როგორც განსხვავებული
სალექსო ფორმა.
პროექტის აქტუალობა: პროექტის აქტუალურობას განაპირობებს მისი თემატიკა, რაც მეტ ინტერესს იწვევს ამ ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებში.
პროექტის მიზნები:
ისტორიული და ლიტერატურული კონტექსტის გააზრება.
- საკუთარი აზრის წერილობით გამოთქმის უნარის განვითარება.
- კვლევა-ძიებისა და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება.
- მოსწავლეებმა მეტი გაიგონ ჩვენი კულტურული ტრადიციების შესახებ.
მონაწილეთა ასაკი:
15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 7 დღე.
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეებს განუვითარდებათ ჯგუფური
მუშაობის უნარ-ჩვევები; სხვისი
აზრის პატივისცემის; სკოლის გარეთ ინფორმაციის
მოძიების; პრეზენტაციის უნარები.
პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესურსები:
სხვადასხვა კლასგარეშე
ლიტერატურა, მხატვრული და დოკუმენტური
ფილმები; ფოტო არქივი; კომპიუტერი;
ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა:
- კლასს ვთავაზობ პროექტის რამოდენიმე ვერსიას, რათა თავად აირჩიონ მათთვის საინტერესო თემა;
- მოსწავლეებს ვაცნობ პროექტის მიზნებს;
- კლასს ვყოფ ჯგუფებად;
- თითოეულ ჯგუფს ვაძლევ საჭირო ინსტრუქიას;
- ვადგენთ გეგმას, კონკრეტული მითითებებით.
- მოსწავლეები სხვადასხვა ჯგუფებში აგროვებენ ინფორმაციას, შემდეგ უზიარებენ ერთმანეთს, მსჯელობენ და მიდიან სწორ გადაწყვეტილებამდე.
- ბოლო ეტაპზე ისინი ქმნიან პროექტის ანგარიშს, რომელსაც გეგმის მიხედვით წარუდგენენ პროექტის ხელმძღვანელს. (ისინი აკეთებენ პრეზენტაციებს, იყენებენ უკვე მათ მიერ მოძიებულ სხვადასხვა ტექნიკურ საშუალებებს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი:
ხელოვნება, ისტორია, ქართული, ცეკვა.
პროექტის ხელმძღვანელი:
ნანა მეხუზლა.